“სანდრო კაკულია გააზრებულად მიყვარდა, გეგმებს ვაწყობდი მასთან ერთად”

31

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი თა­ვი­სი გა­და­ცე­მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ახალ ანონსს აქ­ვეყ­ნებს. გა­და­ცე­მის ერთ-ერთი სტუ­მა­რი აქ­ტი­ვის­ტი ანუ­კი გამ­სა­ხურ­დი­აა. ვი­დე­ორ­გო­ლი­დან ჩანს, რომ ის თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­ზე, მსა­ხი­ობ სან­დრო კა­კუ­ლი­ა­ზე სა­უბ­რობს.

“ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორც ასე­თი, ახ­ლან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვუ­ყუ­რებ, მგო­ნია, რომ არც ვი­ცო­დი. აი, ბოლო ურ­თი­ერ­თო­ბა რაც მქონ­და, მანდ მივ­ხვდი, რომ სან­დრო იყო უბ­რა­ლოდ გა­აზ­რე­ბუ­ლი. ანუ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც გა­აზ­რე­ბუ­ლად ვი­ცო­დი, რა­ტომ მიყ­ვარ­და, რო­გორ მიყ­ვარ­და. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად – ოთხი წელი.

 გეგ­მებს ვა­წყობ­დი მას­თან ერ­თად, არას­დროს არა­ვის­თან ერ­თად გეგ­მა არ და­მი­წყვია. არა­ვის­თან ერ­თად არ მომნდო­მე­ბია, არას­დროს არც ცხოვ­რე­ბა და არც შვი­ლი – არა­ვის­გან არ მომნდო­მე­ბია. ყო­ველ­თვის ერ­თა­დერ­თი ის გან­ცდა მქონ­და, რომ აი, რა ცუ­დია, ახლა რომ არ მიჩ­ნდე­ბა შვი­ლი, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და.

ხოდა, ეგ იყო… აი, ეგ იყო ამო­მა­ვა­ლი წერ­ტი­ლი, რის გა­მოც ვხვდე­ბო­დი, რომ, ნუ ხო, სან­დრო იყო ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მიყ­ვარ­და ნამ­დვი­ლად. სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ გვერ­დით რომ ხარ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი საყ­რდე­ნი ხარ-მეთ­ქი.მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი რა­ღაც აი ამ პრან­ჭია ხა­სი­ა­თი­სა, ის ჩემი ძა­ლი­ან დიდი საყ­რდე­ნი იყო“, — აღ­ნიშ­ნავს ანუ­კი გამ­სა­ხურ­დია.