ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ გადაცემაში Reconoce tu valor: “ქალმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, ჩუმად იყოს და ეს არის ჩვენი მოვალეობა?”

5

ცოტა ხნის წინ ქართველი სპორტსმენის, ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუიმ გააზიარა ვიდეო, რომელიც ასახავს მის სტუმრობას გადაცემაში Reconoce tu valor – დააფასე საკუთარი თავი.

„გრძნობთ, რომ თქვენი, როგორც ქალის ღირებულებას არ აფასებენ? გაქვთ რთული პერიოდი ქორწინებაში, შვილებთან ურთიერთობასა თუ პირად ცხოვრებაში? ამ ინტერვიუში ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ დააფასოთ საკუთარი თავი და აიმაღლოთ თვითშეფასება, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და რწმენა სირთულეების დროს, მისცეთ პირადი მაგალითი შვილებს და აღზარდოთ უკეთესი თაობა, არ შეეგუოთ ძალადობას, გულსატკენ სიტყვებსა თუ უსამართლობას.

ყოველი დღე ახალი შანსია ყველაფრის თავიდან დასაწყებად. ღმერთმა მოგცათ იდენტობა, მიზანი და ძალა იმისთვის, რომ ფეხზე წამოდგეთ. რწმენითა და მოქმედებით თქვენ ნებისმიერი სირთულის გადალახვას შეძლებთ” – ვკითხულობთ გადაცემის აღწერაში.

მარიამ დელგადო ტელესახე, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც რადიო და სატელევიზიო შოუს „Mujer Única“ (უნიკალური ქალი) წამყვანი. იგი ასევე უძღვებოდა რუბრიკას „ერთი წუთი მარიამთან ერთად“ (A Minute with Mariam).  ის უკვე 11 წელია, აქტიურადაა ჩართული სატელევიზიო საქმიანობაში და არაერთი ცნობილი სტუმარიც ჰყოლია, მათ შორის, „მის ვენესუელა 2007“ და “მის სამყარო 2008” დაიანა მენდოსა.

ჯორჯინა სოციალურ ქსელში აქტიურობით გამორჩევა, ხშირად წერს წარსულის, ქორწინების, ურთიერთობების, განვითარებისა და ტრანსფორმაციის შესახებ. ის გამომწერებისგან პირად ცხოვრებაზე მიღებულ კითხვებსაც ყოველთვის გულახდილად პასუხობს. გადაცემაში, რომლის სტუმარიც ის იყო, სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა:

– მე მჯერა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც ჩვენს ტრანსფორმაციას განაპირობებს. არის მომენტები, როცა ქალმა თავი შეიძლება მარტოსულად, მიტოვებულად იგრძნოს. ამ დროს, მაინც უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები – სამსახურში, სახლში. მაშინაც კი, თუ ამას სიყვარულით ვაკეთებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს საკუთარი თავი, არ უნდა დავაყენოთ ის ბოლო ადგილას. მე მაქვს უდიდესი ბედნიერება, მყავდეს ოჯახი, რომელიც ძალიან მეხმარება ჩემს ქალიშვილთან დაკავშირებით. გარშემორტყმული ვარ ძალიან კარგი ხალხით, ესეც სუპერ მნიშვნელოვანია.

–  როცა ქალი ქორწინდება, ეს არ ნიშნავს, რომ მან უნდა შეინარჩუნოს ოჯახი, ეს არის შეხედულება, რომელმაც უამრავ ქალს უდიდესი ზიანი მიაყენა. ქალმა არ უნდა ატაროს მარტომ ოჯახის ტვირთი. ქალმა ყველაფერს უნდა გაუძლოს, ჩუმად იყოს და ეს არის ჩვენი მოვალეობა? ისევე როგორც მამაკაცს აქვს თავისი როლები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ, ქალსაც აქვს თავისი როლები, რომლებსაც პატივი უნდა სცენ. ხანდახან კაცები ამბობენ „მე სახლში ფული მომაქვს“, მაგრამ რა ვუყოთ მთელ მენტალურ ლოგისტიკურ ტვირთს?

ჯორჯინა უზკატეგუიმ მონაწილეობა მიიღო ფონდის  „Seeds of Life“ ღონისძიებაში. ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. ჯორჯინამ გადაცემაში ამაზეც ისაუბრა: 

–  მათი ისტორიების მოსმენა ჩემთვის იყო საკმაოდ მძიმე რეალობასთან შეხება, რადგან არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ანუ, ეს ისე არ არის, თითქოს ეს შეიძლება დაემართოს მხოლოდ გარკვეული ტიპის ქალს. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ქალს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, რა განათლებაც არ უნდა ჰქონდეს.

არ უნდა მისცე უფლება არაფერს და არავის, რომ დაგამციროს, ფეხქვეშ გაგთელოს, ფასი დაგიკარგოს, რადგან შენ გაქვს ფასი, შენ გაქვს განსაკუთრებული ფასი. მიუხედავად იმისა, რაც ქალებს გადახდათ ცხოვრებაში, უნდა წამოდგნენ და დარწმუნდნენ, რომ არსებობს ახალი შესაძლებლობა. ყოველი დღე არის შესაძლებლობა თავიდან დასაწყებად მეტი გამოცდილებით, მეტი ძალით. და მითუმეტეს, როდესაც შვილები გვყავს, ისინი არიან სარკე, რომელშიც თავს ვხედავთ ყოველდღე. მათთვის კარგი მაგალითის მიცემა ისეთი მნიშვნელოვანი, რადგან ხვალინდელ დღეს ისინი რეალურად არიან ისინი, ვინც შექმნიან მომავალს, და ისინი გააკეთებენ ზუსტად იმას, რასაც დაინახავენ, რომ მამა და დედა აკეთებენ.