მას შემდეგ, რაც ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო გააკრიტიკეს, პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია, ირინა ტორონჯაძის პოდკასტს ესტუმრა და საკუთარი განცხადების დეტალური ახსნა სცადა.
“დღევანდელი მედიცინა წავიდა ძალიან შორს და უამრავი საშუალება არსებობს წონის კონტროლისთვის.
ჭარბი წონის მიზეზებში პირველ ადგილზე დგას არასწორი კვება და მოუწესრიგებლობა. ადამიანი რომ არ არის მოწესრიგებული და ბევრს ჭამს… ჰორმონალური პრობლემები უკვე შემდეგაა…
ადამიანი, რომელიც არ ცდილობს, არ მიდის ექიმთან, არ იტარებს გამოკვლევას, ის როგორი ინტელექტუალია? მედავებოდნენ იმაში, რომ ექიმის ფული არ გვაქვსო, მაპატიეთ, მაგრამ თუ ინტელექტუალი ხარ, ესე იგი იმდენს მიაღწიე, რომ ექიმის ფული იშოვო. ერთი მეორეს გამორიცხავს… თუ ექიმთან მისასვლელი ფული არ გაქვს, ესე იგი ინტელექტუალი არ ყოფილხარ. ინტელექტუალი თუ ხარ, იქნები რეალიზებული. თუ არა, მაშინ დაბალი ხარისხის, ერთი ქვეყნის ინტელექტუალი ყოფილხარ.
მე რომელ ქვეყანაშიც არ უნდა დამსვა, სამუშაო სულო მექნება. კანადაში რომ მივდივარ, იქაც10000 ადამიანი მეწერება.
ინტელექტუალ ადამიანს ისეთი ანალიტიკური ტვინი აქვს, რაღაცას მაინც მოიფიქრებს. თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია.
ინტელიგენტობაზე შეიძლება პრეტენზია ყველას ჰქონდეს, დახვეწილ მანერებზე.
მე არა მაქვს პრეტენზია მაგალითად. ახლაც ვზივარ და არ ვიქცევი ინტელიგენტურად, ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული. არა მაქვს მე პრეტენზია, რომ ინტელიგენტი ვარ. მე ერთადერთი ინტელიგენტი ნანი ბრეგვაძე ვიცი. სადაც არ უნდა იჯდეს, ყველგან, ნებისმიერ პოზაში არის დედოფალი. ბიგუდებიც რომ აქვს თავზე, მაშინაც დედოფალია.არ ვარ მე ასეთი და ხომ უნდა მესმოდეს ეს,” – თქვა ციცინო შურღაიამ.