“პირველივე შეხვედრიდან მივხვდი რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“ – ნოე სულაბერიძე სიყვარულის ისტორია ჰყვება

35

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა, სადაც სიყვარულის ისტორია გაიხსენა. როგორც ირკვევა წყვილი სოციალური ქსელებით დაახლოვდნენ, ინიციატორი კი თავად ნოე იყო:

„პირველი ნახვა, სრულფასოვანი იყო ეთერში. „იმედის“ შუადღის გადაცემაში იჯდა და საუბრობდა, მაშინ გავიფიქრე რა კარგი გოგოა, როგორ კარგად მეტყველებს მეთქი. მაშინ შორიდან გამარჯობით ვიცნობდი. ჩავიტოვე გულში. როცა გადავწყვიტე, რომ მიმეწერა, მაშინ გავიფირე ჩემი გახდება მეთქი. დავაკვირდი და მივხვდი რომ ძალიან მინდოდა მასთან ურთიერთობა. პირველივე შეხვედრიდან მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც ჩემ გვერდით უნდა ყოფილიყო“, – ჰყვება ნოე სულაბერიძე.