“მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით… დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო.!!”

114

ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალებას ეხმაურება ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ქალიშვილი ტასო.

“მეორედ დავკარგე მამა, იგივე დიაგნოზით… სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ტკივილს… დროებით, ჩემო ყველაზე მაგარო მამებო..!!” – წერს ტასო და თემურ უგულავასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ნიკო გომელაურთან დაშორების შემდეგ (რომელთანაც ორი უფროსი შვილი ჰყავს), მსახიობ ეკა ნიჟარაძეს თემურ უგულავასთან ჰქონდა ურთიერთობა და წყვილს საერთო შვილი გაუჩნდა – ნოდარიკო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ დაქორწინებულან, ეკას თქმით, ბიზნესმენი წლები ეხმარებოდა შვილების აღზრდაში.