35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან. შოთო სიხარულიძე ახალგაზრდა ქალის სიცოცხლეში გადაღებულ, უკანასკნელ კადრებს აქვეყნებს.
„უკანასკნელი ვიდეო კლინიკიდან, ოპერაციამდე. რამდენიმე წუთით ადრე ნინი კლინიკაში საკუთარი ფეხით მივიდა. ჩვეულებრივ, 15-წუთიან ოპერაციაზე. ის სულ რაღაც 35 წლის იყო. იმ 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ — სეფსისი, კომა. ის სულ იწვა და დუმდა. აღარ ლაპარაკობდა, აღარ რეაგირებდა. დედას აღარ ეხუტებოდა. დედა კი ყოველდღე იხრებოდა მასთან და ჩურჩულებდა: „ჩემი შვილი…“ და ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეს ელოდებოდა — თუნდაც ერთადერთ სიტყვას: „დედა…“ დღეს კი დედისერთა, 35 წლის ნინი მუჯირი გარდაიცვალა…“ – წერს სიხარულიძე.
ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა ქალმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. 35 წლის ქალს ორგანიზმში ბაქტერია ლეპტოსპიროზი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სეფსისი განუვითარდა .