მიხეილ სააკაშვილი ბაბუა გახდა – რას ჰყვება ნიკოლოზ სააკაშვილი შვილთაშვილზე?

43

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მისი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ილი­კო სა­ა­კაშ­ვი­ლი ახ­სე­ნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, შვი­ლი მის ვაჟს ედუ­არდს რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ე­ძი­ნა.

ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს­დღე­ო­ბით ევ­რო­პა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო და წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვლე­ბა. იგი ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დებ­ში ცხოვ­რობს და იქ აგ­რძე­ლებს თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ პრო­ფე­სი­ულ მოღ­ვა­წე­ო­ბას. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა – მა­დი­ნა მე­ლაა. წყვი­ლი მე­დი­ის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან დის­ტან­ცი­უ­რად ცხოვ­რობს. ისი­ნი თით­ქმის არ ჩნდე­ბი­ან არ­სად, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა პრე­სის ფურ­ცლებ­ზე მოხ­ვდნენ.

AMBEBI.GE მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მას ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილს ესა­უბ­რა, ვის­თვი­საც ილი­კო პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლია:

“ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა პა­ტა­რას მოვ­ლი­ნე­ბამ, ედუ­არ­დის შვი­ლია ილი­კო, ნე­იტ­რა­ლუ­რი სა­ხე­ლი ჰქვია, კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვი­სი. დე­ტა­ლებს მე ვერ გე­ტყვით, სან­დრა იყო წა­სუ­ლი მაგ დროს ჰო­ლან­დი­ა­ში (იქ და­ი­ბა­და ილი­კო) და მას შე­ეხ­მი­ა­ნეთ. კი ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მათ ტე­ლე­ფო­ნით, მაგ­რამ ახლა სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, ვი­ა­ვად­მყო­ფე ძა­ლი­ან, ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვარ სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, გუ­შინ კი­დევ, 82 წლის გავ­ხდი. პირ­ვე­ლი შვილ­თაშ­ვი­ლია ჩემ­თვის და უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა, იმე­დი იმი­სა, რომ ეს ოჯა­ხი გამ­თლი­ან­დე­ბა, ერ­თად იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­იზ­რდე­ბი­ან – პა­ტა­რე­ბიც და დი­დე­ბიც. ჩვენ­თვის ახლა მთა­ვა­რია მი­შას თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სხვა­თა შო­რის, მი­შამ გუ­შინ და­ბა­დე­ბის დღე მო­მი­ლო­ცა პა­ტა­რა, ძა­ლი­ან თბი­ლი წე­რი­ლით, რო­მე­ლიც გულ­ში ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი და­მაქვს ბი­ნა­ში. ჯან­მრთე­ლო­ბას და მალე ერ­თად ყოფ­ნას მი­სურ­ვებს, ამ ქვეყ­ნის ჭირ-ვა­რა­მის ერ­თად გა­ზი­ა­რე­ბას. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და მა­მაშ­ვი­ლუ­რი წე­რი­ლია. მიშა ყო­ველ­თვის ნიკა-თი მომ­მარ­თავ­და, პა­ტა­რა­ო­ბი­დან, ახლა მა­მი­კო-თი და ძა­ლი­ან გა­მით­ბა გული, ორ­მა­გად გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ”.