“თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული გაიზარდოს”

5

“ილიას. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო. ბევრს ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა მეთქვა ისეთი, რამე განსაკუთრებული. თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული და ზუსტად შენნაირი ღირებულებებით გაიზარდოს. როცა მილიონობით ადამიანს საკუთარი საქციელით მაგალითს აძლევ, შენი შრომა, რწმენა და თავმდაბლობა ჩემთვის ბევრად დიდია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ნამდვილი სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურ ძალაში არ არის – ის ადამიანობაშია. და ბოლოს, ზუსტად იმას გეტყოდი, რაც შენ უკვე გითქვამს:

„აზრი არ აქვს, რამდენად ძლიერად შეგიძლია დარტყმის მიყენება; მთავარი ისაა, დარტყმას როგორ იღებ.“

ეს წერილი სოციალურ ქსელში ქართველმა მომღერალმა, ნუცა თოფურიამ გამოაქვეყნა და ილია თოფურიასადმი მხარდაჭერა ღიად გამოხატა. ნუცამ საკუთარ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული კადრებიც გააზიარა