ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მომღერალი თემურ თათარაშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა:
„ერთი წელი უშენოდ დედა“, – წერს თემურ თათარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მომღერლის დედა 2025 წლის ივნისში გარდაიცვალა. თემურ თათარაშვილმა მძიმე დანაკარგის შესახებ სოციალურ ქსელში მაშინაც დაწერა და აღნიშნა, რომ ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანი დაკარგა.