ევა ბარბაქაძის შთამბეჭდავი კადრები დედის, შორენა ბეგაშვილის ქორწილიდან: სიყვარული, ელეგანტურობა და ზღაპრული ფოტოები
მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ცოლად ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეს გაჰყვა. წყვილი თებერვალში დაინიშნა, ქორწილი კი 8 ივლისს, შორენას დაბადების დღეზე გადაიხადეს.
წვეულება იტალიაში, ულამაზეს კომოს ტბაზე გაიმართა. ქორწილის კადრები სოციალურ ქსელში შორენას ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ გაავრცელა, რომელიც საღამოს თავის რჩეულთან ერთად ესწრებოდა.
