“მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით – მეორე”

110

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს. რუსკა ქარქაშაძის რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ვაჟი – ზუკა, რომელიც ახლა უკვე პატარა თინათინის უფროსი ძმა გახდა. დედობის გამოცდილების შესახებ რუსკა ქარქაშაძე სხვა ახალგაზრდა დედებისგან არაერთ კითხვას იღებს – ზოგიერთ მათგანს რუსკამ ინსტაგრამ სთორის საშუალებით უპასუხა.

– ყველაზე რთული რა იყო მთელი მშობიარობის დროს ან მანამდე, ან თუნდაც ახლა?

– მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით – მეორე, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი – ლაქტაციის საწყისი პერიოდია, რომელიც ჩემთვის გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე მშობიარობა. თუმცა ახლა უკვე რეგულირდება ნელ-ნელა ყველაფერი და უკეთესობისკენ მიდის.

– მაინტერესებს,  გაიკეთე თუ არა გაუტკივარება?

– რა თქმა უნდა, გავიკეთე. არც განვიხილავდი – არ გაკეთებას.

– ძიძა ან დამხმარე თუ გყავს?

– დიახ.

– ზუკა ხომ არ ეჭვიანობს? 

– არა.