პოდკასტის Beauty Talks სტუმარი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე იყო, სადაც მან ლეგენდარული ბებიის, ნანი ბრეგვაძის სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოებების შესახებ ისაუბრა:
– ნანი ძალიან დიდი შეგნებისა და კულტურის ადამიანია.
ასმაგად იმიტომ მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რომ ასეთი ჩვევებით არავინ იბადება, ყველაფერი თვითონ ისწავლა, ყველაფრისთვის ბევრი იშრომა და თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია შექმნა – ვარცხნილობით, მაკიაჟით, ჩაცმულობით. თქვენ არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს, რომ ისეთი დეტალები დამალოს, რომლებსაც ვერავინ მიხვდება. ალბათ, მერე ყველას ამიტომაც უფრო მოსწონს – იმიტომ, რომ იმ რაღაც ნაკლებს იდეალურად მალავს. იცით, რამდენი ქინძისთავი აქვს ტანსაცმელში შერჭობილი?
