“რას ჰქვია ვღადაობ, რა არის აქ საღადაო, ნანუკა?!” – ნიკა გვარამია ნანუკა ჟორჟოლიანს: რას წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაზე

4

დღეს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას ჯან­მრთე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, ზო­დე­ლა­ვამ სა­კან­ში ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი და ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

“ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი და უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს “ვი­ვა­მედ­ში” ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო – გა­ირ­კვა, რომ მან ჩემს გვერ­დით სა­კან­ში, ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი”, – წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი.
აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­ში”.

“მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა “ვი­ვა­მედ­ში“ შე­მო­სუ­ლია თავ­ბრუს ხვე­ვით, ინ­სულტზე არ არის სა­უ­ბა­რი – გა­დის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია” – თქვა „ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან”.

მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ნიკა გვა­რა­მია წერს:

“გუ­შინ ვი­ყა­ვი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას­თან შე­სუ­ლი ვი­ვა­მედ­ში. ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, მისი მეჯ­ვა­რე ვარ და შვი­ლის ნათ­ლია. რამე გან­ცხა­დე­ბა სა­ჭი­რო რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­ა­კე­თებ­და ოჯა­ხი სხვი­სი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა და არაა სა­ჭი­რო პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის მი­კე­რე­ბა, თან მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. მე­ტიც, ის თა­ვად კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია ამის, მათ შო­რის და პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ მისი ხან­დაზ­მუ­ლი მშობ­ლე­ბის­თვის ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბით ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მი­აჩ­ნია.მურ­თა­ზი თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს. კლი­ნი­კა ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია მის მი­მართ და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში წა­რი­მარ­თე­ბა პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის გა­რე­შე”, – წერს გვა­რა­მია.

გვა­რა­მი­ას პოსტს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია ასე­თი კო­მენ­ტა­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა – “ღა­და­ობ? ეს რა პოს­ტია”.

ნიკა გვა­რა­მია: “რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა? მშობ­ლებს რომ ფე­ის­ბუ­ქით გა­ა­გე­ბი­ნებს ამ­ბავს, თან არა­ზუსტს, ეგაა სა­ღა­დაო? ან ოჯახს რომ არ უნდა და თა­ვად მურ­თაზს ამა­ზე ლა­პა­რა­კი და ყვე­ლას აგ­ვიკ­რძა­ლა, ეგაა სა­ღა­დაო? ეს რა კო­მენ­ტა­რია, თორე პოს­ტი ისაა, რაც მურ­თაზ­მა და მის­მა ოჯახ­მა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ და­მე­წე­რა.