ნინო ნადირაძე კახეთში მომხდარ ინციდენტა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”ჩემს დაბადების დღეზე, მარტში, გადავწყვიტე გავრიდებოდი ქალაქს და
” ყვარლის ტბაზე” წავედი მეუღლესთან და რამოდენიმე მეგობართან ერთად ჩვეულებრივი სადილით შემოვიფარგლე, ტორტიც კი არ ყოფილა, ფოიეში ფარულად გადამიღეს ფოტო ერთერთი არასამთავრობოს წარმომადგენელმა ტექსტით, ჩაფურთხების რატო არ შეეშინდაო და რატო იღიმისო საერთოდო, ალანძღინა ბოლო სიტყვებით ჩემი თავი ჩამფურთხებელთა კასტას ფბ-ზე, და სასტუმროს მენეჯერი, რომელიც ამ თემს წარმოადგენდა, საერთოდ დაიმალა🙏❤️ მე რომ ეგ “ქალები” მეცემა, ხომ გადამცემდნენ ჰააგას?🤌 მეც ჩავიწერე მათი თავდასხმა ტელეფონზე❤️
P.S. იმ დღეს რუსების ქორწილი იყო სასტუმროში, ხმა არავის არ ამოუღია, არც ამ აღშფოთებულ ჩამფურთხებლებს🤌 აა, ხოო, ფულს ხომ სუნი არ აქვს❤️ რა თქმა უნდა ჩემი ფეხი აღარ იქნება მაგ სასტუმროში”
