„მოქმედებენ ისე, რომ სხვას შეაშურონ თავიანთი ცხოვრება, დაბოღმონ და გაამწარონ”

6

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია. ჯაჯანიძე ამჯერად ვრცელ პოსტს ავრცელებს.

“გაცნობიერებულად, სპეციალურად, მიზან მიმართულად, მიზან დასახულად, დაგეგმილად და შეგნებულად, ოღონდ შეუგნებელი მეთოდებით, სოციალურ ქსელში, მოქმედებენ ისე, რომ სხვას შეაშურონ, თავიანთი ცხოვრება, დაბოღმონ და გაამწარონ თავისი შესაძლებლობებით, ჩასაცმელით, გარეგნობით, ნიჭიერებით, სიყვარულით, ბედნიერებით და დასვენებითაც კი.
ცხოვრება სპეციალურად ,,მტრებისთვის”
მთავარია სხვა გასკდეს გულზე, დაიბოღმოს და გადაირიოს.
ბევრი ადამიანი ვნახე ასეთი.
დროებითი ბედნიერება, ასე ქვია მათ ცხოვრებას.
ასეთი ადამიანები ძალიან მალე ბერდებიან და ვერასოდეს ბედს ვერ პოულობენ.
დაუჯერებელია, მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც მოტივირებულები არიან მხოლოდ იმით, რომ მათი შურთ, წყინთ მათი წარმატება, ბევრი მტერი ყავთ და ,,მტრის” ჯიბრზე მაგრად უნდა იყვნენ.
ვერავინ ვერაფერს ეუბნება, იმიტომ, რომ იტყვის, შურის გამო მეუბნებიანო, არადა რა სასაცილოები არიან გარედან ნეტა ცალი თვალით შეახედათ საკუთარი თავისთვის.
დღეს ადამიანებს უადვილდებათ ცხოვრება, რადგან ცხოვრობენ სხვის დასანახად და სხვის ჯიბრზე.
ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით, მსჯელობენ სხვების ცხოვრებაზე, გამოთქვამენ აზრებს, მოუწოდებენ სხვებს სწორი ცხოვრებისკენ, განიკითხავენ, აკრიტიკებენ, ლანძღავენ და რჩევებს აძლევენ სხვებს.
ამორალები – მორალზე.
ბოროტები – სიკეთეზე.
მანკიერები – უმანკოებაზე.
უკეთურები – სიკეთეზე.
უსამართლოები – სამართალზე.
გაუნათლებელნი – განათლებაზე.
შენ ჩემზე, მე შემზე, ის მასზე… ამასობაში მოვა დასასრული და დადგება სიკვდილი.
ბევრია ,,არამკითხე მოამბეა” ბევრს თავისი პირადი არ გააჩნია და რა ქნას.
ბევრმა თავისი უბედურება და ტალახი რომ დამალოს, სხვაზე უნდა იმსჯელოს.
რაში ხარჯავენ ადამიანები დროს, ვერ ხვდებიან.
ბოლოს კი მიხვდებიან, მაგრამ რა? რა და არაფერი.
სულ მიკვირს, რატომ უკვირთ ადამიანებს, ბედნიერი რომ ვარ.
გამწარდა, ვიღაცამ დიდი ფული რომ იშოვა და წარმატებული გახდა.
რამ გაგამწარა, შენ რა გინდა, იმან ფული იშოვა, შენ რატომ იმწარებ ცხოვრებას ბრაზისგან.
რას დაეძებ, შენ, შენს ცხოვრებას მიხედე, შენ, შენს თავზე იფიქრე, იქნებ შენც იშოვო ფული და წარმატებული გახდე.
ნეტა რატომ ვწერ, მოცლილი ვარ თუ მგონია, ვინმე გაითვალისწინებს ჩემს რჩევას და გაბედნიერდება.
შეხედე შენს თავს გარედან და იფიქრე შენს რეპუტაციაზე, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება”, – წერს გია ჯაჯანიძე.