რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის მოლოდინში ასობით ადამიანი შეიკრიბა — თუმცა ტაძრიდან სრულიად სხვა პატარძალი გამოვიდა

5

პორ­ტუ­გა­ლი­ის კუნ­ძულ მა­დე­ი­რა­ზე, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ფუნ­შალ­ში, შა­ბათს ასო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი შე­იკ­რი­ბა. მათი მი­ზა­ნი ერთი იყო — ენა­ხათ, რო­გორ და­ქორ­წინ­დე­ბო­და ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გეს­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­ნალ­დუს ოჯახ­მა სა­ჯა­როდ უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს წყვი­ლი ქორ­წილს სწო­რედ იმ დღეს გეგ­მავ­და, გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭო­რებ­მა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფუნ­შა­ლის ცენ­ტრში მა­ინც მი­იყ­ვა­ნა.
გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ყუ­რა­დღე­ბა ქა­ლა­ქის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­მა მი­ი­პყრო, სა­დაც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას ქორ­წი­ლი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.
ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ში შეკ­რე­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­ლე­ფო­ნე­ბი­თა და კა­მე­რე­ბით ელოდ­ნენ პა­ტარ­ძლის გა­მო­ჩე­ნას. თუმ­ცა, რო­დე­საც თეთრ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ქალი ტაძ­რის­კენ და­იძ­რა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ ის ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი არ იყო.

ტაძ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში წყვილს, ნი­კოლ­სა და ფა­ბი­ოს, ქორ­წი­ნე­ბა მი­უ­ლო­ცეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გამო პა­ტარ­ძალს ტა­ძარ­ში შეს­ვლა გა­უ­ჭირ­და.
მომ­ხდარს თა­ვად კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ფეხ­ბურ­თელ­მა ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოსტს სი­ცი­ლის ემო­ჯე­ბით უპა­სუ­ხა.
რაც შე­ე­ხე­ბა რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას, მათი ქორ­წი­ლის ზუს­ტი თა­რი­ღი კვლავ უც­ნო­ბია. წყვილ­მა ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ცხა­და.