ვენახში ცნობილი ფრანგი ინფლუენსერის დამწვარი ცხედარი იპოვეს

33

საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში მომ­ხდარ­მა შემ­ზა­რავ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ქა­ლაქ ნიმ­თან ახ­ლოს, სენ-ჟი­ლის ვე­ნახ­ში, ახალ­გაზ­რდა ქა­ლის დამ­წვა­რი ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ცნო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რი, სო­ნია ბე­ლი­ნაა.

ცხე­და­რი 12 აგ­ვის­ტოს ერთ-ერ­თმა ფერ­მერ­მა ვა­ზის რი­გებს შო­რის იპო­ვა. გვა­მის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ხერ­ხდე­ბო­და. მხო­ლოდ ხან­გრძლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბი­სა და დნმ-ის ანა­ლი­ზის შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ის ნამ­დვი­ლად 29 წლის სო­ნია იყო.
ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­კუ­რო­რის, სე­სილ ჟენ­სა­კის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია ორი მა­მა­კა­ცი. მათ ბრა­ლად ედე­ბათ ინ­ცი­დენ­ტში პირ­და­პი­რი ან ირი­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.
სო­ნია ბე­ლი­ნას TikTok-ზე 260 000-მდე გა­მომ­წე­რი ჰყავ­და. ის სამ­ხრეთ საფ­რან­გეთ­ში ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, სა­კუ­თა­რი 30 წლის იუ­ბი­ლემ­დე ერთი თვით ადრე ჩა­ვი­და.

ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მუ­რად ბა­ტიხ­მა, მომ­ხდარს “იშ­ვი­ა­თი სი­სას­ტი­კის მკვლე­ლო­ბა“ უწო­და. მისი თქმით, გო­გო­ნას ცხე­და­რი ვე­ნახ­ში უბ­რა­ლოდ “მი­ა­ტო­ვეს და თით­ქმის ნა­გა­ვი­ვით გა­და­აგ­დეს“.

სო­ნი­ას და ჰყვე­ბა, რომ ტრა­გე­დი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ოჯახს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­ვიწ­რო­ე­ბის ატა­ნა უწევს. მისი თქმით, ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი და ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმა­საც კი წერ­და, რომ ინფლუ­ენ­სერ­მა “და­იმ­სა­ხუ­რა ის, რაც და­ე­მარ­თა“.

ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მკაც­რად გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ცერთ მსგავს კო­მენ­ტარს რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებს და ყვე­ლა შე­უ­რა­ცხმყო­ფელ პოსტზე სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გე­ბა. ამ­ჟა­მად ოჯა­ხი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვას და გლო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას ითხოვს.