ანასტასია ხაჩიძე სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს

36

ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილი ანასტასია სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს.

3 წლის წინ ანასტასია ხაჩიძე HMC Projects-ის პროგრამის ფარგლებში შეირჩა და ინგლისის ერთ-ერთ წამყვან კერძო სკოლაში, თითქმის სრული დაფინანსებით, გააგრძელა სწავლა.

სკოლის უმაღლესი აკადემიური შედეგებით დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ანასტასია DMG Group-ში ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა, სადაც ფინანსურ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და კორპორაციულ ფინანსებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.

2026 წლის სექტემბრიდან ანასტასია სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს, სადაც ბიზნესის მიმართულებით Bachelor of Science-ის ხარისხს მიიღებს.