“დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია , მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ უპირობო სიყვარული და ზრუნვა რას ნიშნავს”

25

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის შესახებ წერს.

დღეს დილით ჯვრის მონასტრიდან წამოღებული ზეთი რომ წავუსვი , მარჯვენა ფეხის კიდური შეირხა და აამოძრავა … ( სწორედ მარჯვენა მხარეს გასკდა ანევრიზმა )

ისე გამიხარდა თითქოს წამოდგა … ჯერ ისევ ძილშია , თუმცა მცირე სიპტომები ჩანს …

წარმოვიდგინე ალბათ ასე გაუხარდებოდა მე რომ პირველად ფეხზე დავდექი …

მას შემდეგ ფეხზე რომ მყარად ვდგავარ და არ გავჩერებულვარ , სწორედ ამ ლამაზი და ძლიერი ქალის დამსახურებაა💚🩷

არასოდეს მივუტოვებივართ და არასოდეს საკუთარ სურვილებს არ აყენებდა შვილებზე წინ….

იდეალური დედა როგორიც შეიძლება წარმოიდგინო ასეთი დედაა – უსაზღვრო და უპირობო სიყვარულით აღმართული გალავანი შვილების ირგვლივ ….

მე კი სულ მასთან ერთად მოვდივარ და ეს 16 დღე პირველი გამოცდაა ჩვენი – ცალ ცალკე შენობაში რომ ვართ … თუმცა ახლოს ვართ მის ფანჯარასთან ….

დედის ამაგის გადახდა შეუძლებელია , მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ უპირობო სიყვარული და ზრუნვა რას ნიშნავს …

დედებს უნდა გავუფრთხილდეთ 💚“

Screenshot