”გუშინ ერთ უგნურთან კამათი მომივიდა, ანწუხელიძემ რა ქნა, ტყვედ ჩავარდაო“

39

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”გუშინ ერთ უგნურთან კამათი მომივიდა, ანწუხელიძემ რა ქნა, ტყვედ ჩავარდაო…
დიდხანს ვცდილობდი ამეხსნა, მაგრამ იძახდა, ვინც ისე იომა, რომ ვერ დაიჭირეს, ის რატომ არ არის მასზე დიდი გმირიო?!
წამოვედი სახლში და გზად ვფიქრობდი… რა ქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის უმცროსმა სერჟანტმა, გიორგი ანწუხელიძემ…
მასზე მეტია სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი, მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი და მთლად გენერალი…
ხოდა რა უნდა ექნა რიგითზე ერთი საფეხურით მეტს… 23 წლის ალვანელ ბიჭს…
მოდი ჯერ ვთქვათ რა არ ქნა…
შეეძლო ერთ ბოდიშად სახლში მოსულიყო…
შეეძლო ერთ ბოდიშად მაკასთან და ლევანთან სახლში დაბრუნებულიყო…
შეეძლო ერთ ბოდიშად ანა ანწუხელიძის დაბადებას მოსწრებოდა…
შეეძლო ომის ვეტერანი ყოფილიყო, პენსიით და დიდი პატივით…
შეეძლო… ბევრი რამ შეეძლო!
მაგრამ საკუთარი პოზიციების თქმა ვერ შეძლო… თავის ბიჭების გაცემა ვერ შეძლო… დროშაზე ფეხის დაბიჯება ვერ შეძლო… ვერ შეძლო არ ყოფილიყო, ის რისთვისაც დაიბადა… ვერ შეძლო გიორგი ანწუხელიძე არ ყოფილიყო!
ილიამ თქვა – შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავო…
ხოდა… რაღაც კადრებია, ალბათ მხატვრული… სცენაა ასეთი, ხმა ისმის…
– ანწუხელიძე!
– ვარ!
ხოდა…
ანწუხელიძე… ხარ!!! 🇬🇪”