“მივხვდი, შვილებზე, მეუღლეზე და ოჯახზე ძვირფასი არაფერია”

7

მოდელმა თამთა შედანიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გააზიარა.

“რაც უფრო ვიზრდები და წლები მემატება, იცით, რას მივხვდი?

შვილებზე, მეუღლეზე და ოჯახზე ძვირფასი არაფერია. ეს ბოლო პერიოდში საკუთარ თავზე გამოვცადე. გარშემო უამრავი ადამიანი მეხვია თავს, როგორც ფუტკრები თაფლს, მაგრამ ცხოვრებაში დგება ის ერთი მომენტი, როცა ყველა ქრება და რჩებიან ის რეალური სახეები, ვინც ნამდვილად შენ გვერდით არიან.

ამიტომ, დაუკვირდით, ვის უზიარებთ თქვენს ენერგიას, სიყვარულს, დროს და მზრუნველობას, რადგან ადამიანები მოდიან და მიდიან, საბოლოოდ კი რჩება მხოლოდ შენი ოჯახი და თითზე ჩამოსათვლელი, გულწრფელი ადამიანები.

გაუფრთხილდით თქვენს ყველაზე ძვირფას რესურსს დროს. გაფილტრეთ თქვენი გარემოცვიდან ის ყალბი ადამიანები, ვინც თქვენს სიმშვიდეს, ენერგიას და შინაგან ძალას გართმევენ. როცა აღარ დახარჯავთ საკუთარ თავს იქ, სადაც ამის ღირებულებას ვერ ხედავთ , თქვენი ენერგია დაბრუნდება, გონება გათავისუფლდება და თქვენც ბევრად უფრო ძლიერი, მშვიდი და პროდუქტიული გახდებით საკუთარ ცხოვრებაში.

ზოგჯერ ყველაზე დიდი ცვლილება სწორედ იმ ადამიანების გაშვებით იწყება, ვის გვერდით დარჩენაც დიდი ხნის წინ აღარ ღირდა,” – წერს თამთა.