„სუხიშვილების“ მოცეკვავე დავით ჭანიშვილმა, რომელსაც ბევრი „ჭანოს“ სახელით იცნობს, იქორწინა. მისი რჩეული ასევე ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მაკო დვალიშვილია, რომელიც მსახიობ დავით დვალიშვილის შვილიშვილია.
ქორწილში განსაკუთრებული ყურადღება ნეფე-პატარძლის მიერ შესრულებულმა ქართულმა ცეკვამ მიიქცია. საზეიმო ცეკვას ილიკო სუხიშვილიც შეუერთდა და მოცეკვავეებმა სტუმრებს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.