10 მცნება: შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი

370

ჟურნალისტი და ოთხი შვილის დედა, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

10 მცნება მშობლებისთვის:

1.ნუ ელოდები,რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი,როგორიც შენ გინდა. დაეხმარე.რომ იყოს ის, რაც მას უნდა.

2.ნუ დააყვედრი ყველაფერს,რასაც მას უკეთებ.შენ მას სიცოცხლე აჩუქე,როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცლეს,ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.

3.სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი,რადგან ის სუსტია. დიდი ხნის მერე მოხუცდები და შენც დასუსტდები და მოიმკი რასაც დასთეს.

4.ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ.ცხოვრება მისთვისაც ისეთივე რთულია,როგორც შენთვის.უფრო მეტადაც,რადგან მას არ აქვს გამოცდილება.

5.არ დაამცირო.

6.არ დაგავიწყდეს,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა.უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მას,რადგან ჯერ არ იცი ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.

7.ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით,რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე,რადგან ყოველთვის ცოტა იქნება,სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ.

8.შვილი ეს არ არის ტირანი,რომელმაც ცხოვრება წაგართვა.შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი,რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო.შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”,ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.

9.გიყვარდეს უცხო ბავშვებიც.სანამ გადაწყვეტ როგორ მოექცე,მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.

10.გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო,უნიჭო,წარუმატებელი.მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.

იანუშ კორჩაკი