“დიდხანს იავადმყოფა ჩემმა მეუღლემ, ძალიან იწვალა… სახლში სიცარიელეა”

3
აპ­რილ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვის, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ტრა­გე­დი­აა – მომ­ღე­რალს მე­უღ­ლე, ნინო ჯურ­ხა­ძე გარ­და­ეც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც თით­ქმის 40-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სა­ერ­თო ის­ტო­რია აკავ­ში­რებ­და.

ნინო ჯურ­ხა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ინ­სულ­ტის შე­სა­ხებ იყო ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი­დევ უფრო მძი­მე სენი აღ­მოჩ­ნდა.
მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და მე­უღ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს მის ცხოვ­რე­ბა­ში. წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებ­და:

“23 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნინო ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. მისი გვერ­დით დგო­მა გა­დამ­წყვე­ტი იყო – რომ არა ნინო, ჩვენ აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დით. მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ შე­მი­ნარ­ჩუ­ნა ოჯა­ხი და შვი­ლებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა”.

თვე­ე­ბის შემ­დეგ მძი­მე პე­რი­ოდ­ზე მომ­ღე­რალ­მა გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის “პოდ­კას­ტში” ისა­უბ­რა:

“ად­ვი­ლი არ არის, დიდ­ხანს ია­ვად­მყო­ფა ძა­ლი­ან ჩემ­მა მე­უღ­ლემ, ძა­ლი­ან იწ­ვა­ლა. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ ამას. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას, სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ვხვდე­ბო­დით, მა­შინ ათას ადა­მი­ანს ვიც­ნობ­დით. ჩემი ძმა­კა­ცის კლა­სე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე, რა მა­გა­რი გო­გოა-თქო და ასე გა­მაც­ნო ზა­ზამ. ვმე­გობ­რობ­დით თა­ვი­დან, აქე­დან და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა. 7-8 თვის შემ­დეგ სხვა რა­მე­ში გა­და­ი­ზარ­და მე­გობ­რო­ბა და მოხ­და ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბა.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვი­ა­რეთ, ბავ­შვე­ბი, ოჯა­ხი. რთუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი წას­ვლა-წა­მოს­ვლა, 90-იანი წლე­ბი. მე ნა­ხე­ვარ­ზე მეტი არ ვი­ყა­ვი, გას­ტრო­ლებ­ზე ვი­ყა­ვი ძი­რი­თა­დად. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი მე­უღ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სიმ­ღე­რა “სა­ღა­მომ­დე” ჩემს მე­უღ­ლეს მი­ვუ­ძღვე­ნი. ეს იყო 1985-86 წელს. როცა კონ­ცერ­ტი მქონ­და, სულ დარ­ბაზ­ში იჯდა, ვამ­ბობ­დი ხმა­მაღ­ლა, რომ ეს არის ჩემი მე­უღ­ლე და ეს სიმ­ღე­რა მას ეძღვნე­ბა-თქო. რთუ­ლია მისი წას­ვლა ჩემ­თვის. გაქვს მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბა, სახ­ლში სი­ცა­რი­ე­ლეა. სახ­ლში შვი­ლე­ბი გვყავს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ მა­ინც… ზი­ხარ ღამე და ათას რა­მე­ზე ფიქ­რობ, ბევრ რა­მეს იხ­სე­ნებ, დარ­დი გაწ­ვე­ბა” – ამ­ბობს მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი.