ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა, მუქარის შემცველ კომენტარებს ასაჯაროებს

3

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა (Carlotta Helena), სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ სქრინშოტებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უცნობი მომხმარებელი მას და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს Instagram-ის კომენტარები, სადაც ანონიმური მომხმარებელი წერს, რომ „მისი მთელი ოჯახი განადგურდება“ და განსაკუთრებულ მუქარას მიმართავს გერმანიაში მყოფი დედის მისამართით.

კარლოტა ელენა აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და ხაზს უსვამს სპორტში ტოტალიზატორების გავლენასა და მოთამაშეების თუ მათი ოჯახების დაუცველობას:

„ამ დროს კი ტურნირები ბუკმეკერული და აზარტული თამაშების კომპანიების მიერ ფინანსდება“ – წერს იგი.

basilashvili