ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით თურქეთმა 18 მსახიობის დაკავების ორდერი გასცა

5

მედიის ცნობით, თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 18 ეჭვმიტანილის მიმართ დაკავების, ჩხრეკისა და ბიოლოგიური კვლევების ჩატარების ორდერები გაიცა. ეჭვმიტანილებს შორის არიან არას ბულუთ ინემლი, სეიფულაჰ საჰირი, მელის სეზენი და სხვა თურქული კინოს ვარსკვლავები.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებას აქვს მასალები, რომლებიც მიუთითებს ნარკოტიკული და მასტიმულირებელი საშუალებების მოხმარების, მათი მოხმარების ხელშეწყობის ან ამისთვის ადგილის მიწოდების ეჭვებზე.