ნოდიკო ტატიშვილი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

40

ცნობილი ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი გასულ წელს მამა გახდა. მას და მის რჩეულს, თათია ერქვანიძეს, ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ულამაზესი სახელი – კესანე დაარქვეს. პატარას გამოჩენამ წყვილის ცხოვრება სრულიად შეცვალა და მათ ყოველდღიურობას უდიდესი სიხარული შესძინა.

ნოდიკო მამობის ბედნიერებას არ მალავს და სოციალურ ქსელში შვილის ფოტოებსა თუ ვიდეოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. “მა მენატრები”, – წერს მომღერალი კესანეს ფოტოზე.