10 წლის ასაკში ბაზარში მუშაობა და შვილის დიაგნოზი: თათია სულუაშვილი ცხოვრების მძიმე წლებზე

5

პირ­ველ სტუ­დი­ა­ში“ თა­თია სუ­ლუ­აშ­ვილ­მა ცხოვ­რე­ბის ის მხა­რე­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ეკ­რან­ზე იშ­ვი­ა­თად ხე­დავს. მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც წლე­ბია ადა­მი­ა­ნებს სი­ცი­ლი­თა და იუ­მო­რით ამ­ხი­ა­რუ­ლებს, ეკა ჩხე­ი­ძეს­თან სა­უბ­რი­სას ბავ­შვო­ბის რთულ წლებ­ზე, 10 წლი­დან მუ­შა­ო­ბა­ზე, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა­ზე, პრო­ფე­სი­ულ სურ­ვი­ლებ­სა და იმ მძი­მე პე­რი­ოდ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მისი მე­ო­რე შვი­ლის, და­თას, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დი­აგ­ნოზს მოჰ­ყვა.

თა­თია ჰყვე­ბა, რო­გორ და­ი­წყო შვილ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რი თე­რა­პი­ე­ბი და რო­გორ გაგ­რძელ­და ეს ბრძო­ლა ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში – სამ­სა­ხუ­რის, უძი­ლო ღა­მე­ე­ბი­სა და მუდ­მი­ვი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე. დღეს კი დათა სკო­ლა­ში და­დის, ფეხ­ბურთზე და­დის, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა და თა­თი­ას თქმით, თე­რა­პია აღარ სჭირ­დე­ბა.
მსა­ხი­ო­ბი ასე­ვე იხ­სე­ნებს ბაზ­რო­ბა­ზე გა­ტა­რე­ბულ ბავ­შვო­ბას, იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს და ერთ მო­ხუც ქალს, რომ­ლის სა­ხე­ლიც სა­კუ­თარ შვილს და­არ­ქვა

“სახ­ლში ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი, მშვი­დი და წყნა­რი ვარ“
სახ­ლში ძა­ლი­ან მო­წყე­ნი­ლი, მშვი­დი და წყნა­რი ვარ. ხან­და­ხან ჩემი ქმა­რი მე­უბ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლშიც ასე­თი მხი­ა­რუ­ლი იყო კვი­რა­ში ერთი დღეო?! სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სულ ისეთ ვი­დე­ო­ებს ვდებ, რომ ადა­მი­ა­ნებს ვამ­ხი­ა­რუ­ლებ, სახ­ლში კი მინ­და, ჩემ­თვის, მშვი­დად სა­ვარ­ძელ­ში წა­მოვ­წვე, ხა­ლა­თი ჩა­ვიც­ვა და მყუდ­როდ და წყნა­რად ვიჯ­დე.

უკვე 20 წე­ლია ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ და რა­ღაც გან­წყო­ბას ვუქ­მნი ადა­მი­ა­ნებს – თით­ქოს სულ პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი უნდა იყო. ერთხელ ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვი და სუფ­რა­ზე რომ დავ­ჯე­ქი, ისე­თი მზე­რა იყო მო­მარ­თუ­ლი ჩემ­კენ, ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ რა­ღაც უნდა და­მე­წყო და გა­მემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნა. ხან­და­ხან ვიღ­ლე­ბით, მაგ­რამ ვინ გაც­დის?! სახ­ლშიც კი ითხო­ვენ ამას.

“10 წლი­დან და­ვი­წყე დე­დას­თან ერ­თად ფეხ­საც­მლის გა­ყიდ­ვა“
10 წლი­დან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. დე­დას ბაზ­რო­ბა­ზე ფეხ­საც­მლის დახ­ლი ჰქონ­და. ოთხი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ და იყო პე­რი­ო­დი, როცა დე­დას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. მარ­ტო ვე­ღარ უმკლავ­დე­ბო­და ოთხი შვი­ლის შე­ნახ­ვას. მე გა­მო­ვი­ჩი­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვა და 10 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე დე­დას­თან ერ­თად ფეხ­საც­მლის გა­ყიდ­ვა ბაზ­რო­ბა­ზე.

სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ­დი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ჩავ­დი­ო­დი დე­დას­თან და­სახ­მა­რებ­ლად, მერე ამოვ­დი­ო­დი და ღამე სან­თლის შუქ­ზე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი ასე არ მუ­შა­ობ­დნენ. პირ­ვე­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ბაზ­რო­ბა­ზე იდგა და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და. ახლა ჩემს შვილს რომ ვუ­თხრა, ბაზ­რო­ბა­ზე უნდა დად­გეო, შე­იძ­ლე­ბა დეპ­რე­სია აი­კი­დოს, მაგ­რამ მე ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ეს არ მთრგუ­ნავ­და.

ისე­თი პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ დახ­ლს ვერ ვწვდე­ბო­დი. ორი დიდი ბლო­კი მო­ვი­ტა­ნე, ერ­თმა­ნეთ­ზე და­ვა­წყობ­დი და იმა­ზე ვი­დე­ქი. ერ­თა­დერ­თი დის­კომ­ფორ­ტი ის მქონ­და, რომ წინ სა­ფუ­ლე მე­კე­თა. ერთხელ ჩემ­მა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­მო­ი­ა­რა, არ იცო­და, რომ ვმუ­შა­ობ­დი და მკი­თხა: “თა­თია, შენ აქ რა გინ­და?“ მე ვუ­თხა­რი, დე­დას ვეხ­მა­რე­ბი-თქო.

“ცოტა ბავ­შვო­ბას ჩა­მოვ­რჩი“
ამ წლებ­მა ის მო­მი­ტა­ნა, რომ ცოტა ბავ­შვო­ბას ჩა­მოვ­რჩი. ჩემი მე­გობ­რე­ბი ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ და მე­ძახ­დნენ, მე კი არ მე­ცა­ლა. ჩავ­დი­ო­დი ცოტა ხნით, მაგ­რამ ის კმა­ყო­ფი­ლე­ბა არ მქონ­და. ბავ­შვებ­თან თა­მა­შის დე­ფი­ცი­ტი მქონ­და. მერ­ჩივ­ნა, დე­დას დავ­ხმა­რე­ბო­დი. ალ­ბათ ეს სიყ­ვა­რუ­ლი იყო. მე­გო­ნა, რომ დიდი გოგო ვი­ყა­ვი და მე უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს, მე უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი დე­დას. მა­მას მა­შინ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ისე ვერ ეხ­მა­რე­ბო­და დე­დას. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო და გა­ვა­კე­თე კი­დეც.

დე­დამ მას­წავ­ლა ფუ­ლის ყად­რი და შრო­მის ფასი. არა­სო­დეს მომ­სვლია ყვე­ლა­ფე­რი მზამ­ზა­რე­უ­ლად. დე­დას შე­ეძ­ლო ჩემ­თვის მეტი მო­ე­ცა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ვა­კე­თებ­დით. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­კე­თა, რომ მე მცოდ­ნო­და შრო­მის ფასი და მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის, რად­გან დღეს, როცა ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი მყავს, მეც ასე ვას­წავ­ლი ჩემს შვი­ლებს.

მე-11 კლას­ში სკო­ლა­ში კა­ვე­ენ­ში ვთა­მა­შობ­დი. მა­შინ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გვამ­ზა­დებ­და. იქ გა­ვი­ცა­ნი ვანო. მერე, როცა ვანო უკვე თსუ-ში იყო, მი­თხრა, ჩვენ­თან კა­ვე­ენ­ში ხომ არ მოხ­ვა­ლო. ვი­თა­მა­შე ვა­ნოს­თან ერ­თად. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, შა­ბა­თის შო­უ­ში მსა­ხი­ო­ბად გვინ­და, რომ მოხ­ვი­დეო.

“ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­ინც წა­მო­ვე­დი“
ამ დროს უკვე თე­ატ­რა­ლურ­ში მქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. ეს ოც­ნე­ბა იმ­დე­ნად ჩემი იყო, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ცოტა დავ­ფიქ­რდი. არ მინ­დო­და, რად­გან მე­ში­ნო­და, სწავ­ლა­ში ხელი შე­მეშ­ლე­ბო­და. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ დავ­თან­ხმდი და ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. შე­ვა­თავ­სე. ამას თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­ჟი­სო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა. არ უნ­დო­დათ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მა­შინ თა­მი­ლა ლას­ხიშ­ვი­ლი მას­წავ­ლი­და მე­ტყვე­ლე­ბას და ძა­ლი­ან მთხო­ვა, არ წახ­ვი­დეო, თე­ატ­რში უნდა იყო და ეს ხელს შე­გიშ­ლი­სო. მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მა­ინც წა­მო­ვე­დი.

ოთხი წელი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვამ­თავ­რე, სა­კურ­სო და სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლიც ვი­თა­მა­შე. ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლის დროს როლს არ მაძ­ლევ­დნენ, რა­ღაც­ნა­ი­რი დას­ჯა იყო. ბო­ლოს გა­და­წყდა, რომ მა­ინც მო­ე­ცათ როლი და საკ­მა­ოდ კარ­გად გა­ვარ­თვი თავი. უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი ავი­ღე. ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­ინც არ და­ვა­ნე­ბე თავი და მი­ხა­რია, რომ არ და­ვა­ნე­ბე, იმი­ტომ რომ სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკ­ლის დროს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სხვენ­ში ვთა­მა­შობ­დით სამი თვე და სამ თვე­ში 77 ლარი ავი­ღე. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი პრო­ფე­სია გვაქვს.

“იუ­მო­რი რომ არა და ჩემი სამ­სა­ხუ­რი რომ არა…“
პი­რად სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში იუ­მო­რი ძა­ლი­ან ბევ­რჯერ დამ­ხმა­რე­ბია. ალ­ბათ იუ­მო­რი რომ არა და ჩემი სამ­სა­ხუ­რი რომ არა, დღეს არ ვიცი, ოთახ­ში ვიჯ­დე­ბო­დი ჩაბ­ნე­ლე­ბულ ფარ­დებ­ში და ვერც გა­მო­ვი­დო­დი გა­რეთ. ბევ­რი რთუ­ლი წელი გა­მო­ვი­ა­რე და ეს იყო ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, როცა სა­კუ­თარ თავს გა­ვუმკლავ­დი. მა­შინ ვიგ­რძე­ნი, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ.

იყო პე­რი­ო­დი, როცა ექიმ­თან და­რეკ­ვაც კი არ შე­მეძ­ლო ჩემი ქმრის გა­რე­შე. ბავ­შვს ვერ მი­ვიყ­ვან­დი პე­დი­ატრთან, ვთხოვ­დი ჩემს ქმარს, შენ და­უ­რე­კეო. ასე­თი თა­თია არ­სე­ბობ­და და დღეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ვარ. ჩემი შვი­ლის ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ეს. ბევ­რი წლის წინ, რო­დე­საც ჩემი მე­ო­რე შვი­ლი დათა წლი­ნა­ხევ­რის იყო, და­ეს­ვა აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის დი­აგ­ნო­ზი.

ეს ისე­თი რთუ­ლი იყო – ამ დი­აგ­ნო­ზის მოს­მე­ნა, როცა ინ­ფორ­მა­ცია არ გაქვს და არ იცი, რა არის აუ­ტის­ტუ­რი სპექტრი და რო­გორ გა­უმკლავ­დე. ამ დროს მსა­ხი­ო­ბი ხარ და ეს და­მეხ­მა­რა. ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ის, რომ ეკ­რან­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ლო­დე­ბი­ან, ეკ­რანს მიღ­მა უნდა გა­ა­ცი­ნო და არ გაქვს უფ­ლე­ბა, მო­ი­წყი­ნო, თან ამ დროს ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მა გაქვს, როცა შენს შვილს ეხე­ბა. მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არ ვი­ცო­დი, ნერ­ვი­უ­ლო­ბა რა იყო. არ არ­სე­ბობ­და პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც მე მო­მე­რე­ო­და, მაგ­რამ შვი­ლის ფაქ­ტო­რი სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, როცა არ იცი, რა გა­ა­კე­თო.

“უცებ და­ე­წყო რეგ­რე­სი“
დათა იყო ერთი წლის და ცხრა თვის. რა­ღაც არ მომ­წონ­და, რა­ღაც ვერ იყო ბავ­შვი კარ­გად. ალ­ბათ ვფიქ­რობ­დი, კბი­ლე­ბი ამოს­დის, ალ­ბათ ეს ტი­რი­ლი იცის. წლის და ხუთი თვის ასაკ­ში რა­ღაც სი­ტყვე­ბი, რომ­ლე­ბიც იცო­და – დედა, მამა, ბაბუ, პაპა – უცებ და­ე­წყო რეგ­რე­სი. რაც იცო­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ა­ვი­წყდა. და­ძა­ხე­ბა­ზე რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და, მზე­რა აღარ ჰქონ­და, ში­შის ფაქ­ტო­რი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. ფუნ­ქცი­უ­რი ნივ­თის თვი­სე­ბას, აღ­ქმას ვერ ახერ­ხებ­და – “მო­მი­ტა­ნე“, “წა­ი­ღე“ და ასე შემ­დეგ. ჩემ­ზე რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და. მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ვერ იყო კარ­გად.

მი­ვიყ­ვა­ნეთ ნევ­რო­პა­თო­ლოგ­თან. გვი­თხრა, რომ არა­ფე­რი არ იყო. შემ­დეგ ფსი­ქი­ატრთან მი­ვიყ­ვა­ნეთ. საკ­მა­ოდ პა­ტა­რა იყო და მი­თხრა, ამ ასაკ­ში დი­აგ­ნო­ზი არ ის­მე­ბაო, თუ ეჭვი გვაქვს, დი­აგ­ნო­ზი სამი წლი­დან ის­მე­ბაო. მაგ­რამ ვუ­თხა­რი, თუ რა­ღაც მარ­ცვლი­სო­დე­ნა მა­ინც ეჭვი გე­პა­რე­ბათ, მირ­ჩევ­ნია მი­თხრათ და არ და­ვე­ლო­დო სამ წელს. ფსი­ქი­ატრმა კომ­პი­უ­ტე­რი შე­მო­მიტ­რი­ა­ლა და მი­თხრა, აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის ნიშ­ნე­ბი არი­სო. გა­ვუ­კე­თეთ ADOS-იც და და­დას­ტურ­და.

“გა­მო­ვე­დი ქვა­ფე­ნილ­ზე, ბორ­დი­ურ­ზე დავ­ჯე­ქი და ცრემ­ლე­ბი ჩა­მომ­დი­ო­და“
რო­გორ მახ­სოვს ის კად­რი – გა­მო­ვე­დი ქვა­ფე­ნილ­ზე, ბორ­დი­ურ­ზე დავ­ჯე­ქი და ცრემ­ლე­ბი ჩა­მომ­დი­ო­და. არ ვი­ცო­დი, რა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. მა­შინ ჩემი ქმა­რი ამე­რი­კა­ში იყო წა­სუ­ლი სა­მუ­შა­ოდ და ორ პა­ტა­რას­თან ერ­თად სახ­ლში ვი­ყა­ვი. არც ის ვი­ცო­დი, რა მეს­წავ­ლა. და­ვი­წყე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა – რო­გორ ვუშ­ვე­ლო ამ ბავ­შვს.

ვი­ფიქ­რე, კარ­გი, თე­რა­პი­ე­ბი გვჭირ­დე­ბა – ABA თე­რა­პია, ქცე­ვის თე­რა­პია, მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პია. მაგ­რამ ჯერ მე­ტყვე­ლე­ბამ­დე სად ვარ? მე­გო­ნა, ერთ წელ­ში შე­იძ­ლე­ბა მორ­ჩეს, მაქ­სი­მუმ. ერთი წელი კი არა, ცხრა წელი ყო­ველ­დღე დავ­დი­ო­დით თე­რა­პი­ებ­ზე. იყო პე­რი­ო­დი, როცა დი­ლის 5-6 სა­ა­თამ­დე ქუ­ჩა­შიც მე­ძი­ნა, იმი­ტომ რომ არ იძი­ნებ­და. ძილი დარ­ღვე­უ­ლი ჰქონ­და. სულ გა­რეთ უნ­დო­და ყოფ­ნა. მყავ­და ხელ­ში, პლე­დი მქონ­და მოხ­ვე­უ­ლი, ბორ­დი­ურ­ზე ვი­ჯე­ქი და ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის ჩა­ე­ძი­ნე­ბო­და. მერე ჩა­ძი­ნე­ბულს ამო­ვიყ­ვან­დი, და­ვაწ­ვენ­დი და მეც იქვე, ტან­საც­მლით მი­მე­ძი­ნე­ბო­და.

“მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მე ეს უნდა შემ­ძლე­ბო­და“
დი­ლის 10 სა­ათ­ზე სამ­სა­ხურ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მა­ნამ­დე ისევ თე­რა­პია გვქონ­და. თე­რა­პი­ი­დან სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ო­დი, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვიქ­ცე­ო­დი და ბაღ­შიც მინ­დო­და მის­ვლა, რად­გან ჯგუ­ფუ­რი თე­რა­პი­აც გვინ­დო­და. ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცოტა უჭირ­და, ვერ თა­მა­შობ­და და ვი­თომ ჩე­მე­ბუ­რად იქ ვი­ჯე­ქი და ბავ­შვებ­თან ერ­თად რა­ღაც ჩარ­თუ­ლო­ბა მქონ­და, ვცდი­ლობ­დი, კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­და. რომ ვიხ­სე­ნებ ამ პე­რი­ოდს, ახლა რომ ისევ და­მიდ­გეს, ალ­ბათ ვე­ღარ შევ­ძლებ­დი. მა­შინ სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ­დი. ისეთ ენერ­გი­ა­ზე ვი­ყა­ვი, რომ მე ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მე ეს უნდა შემ­ძლე­ბო­და.

ცხრა წელი ზუს­ტად ასე, ყო­ველ­დღე. თე­რა­პი­ებ­საც ვეს­წრე­ბო­დი და მეც შე­ვის­წავ­ლე. ერ­თია, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ბავ­შვებ­თან მუ­შა­ობს თე­რა­პევ­ტი, მაგ­რამ სახ­ლში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დე­დის როლი. თუ სახ­ლში არ იმუ­შა­ვე ბავ­შვთან ერ­თად, თუ ავ­ტო­რი­ტე­ტი არ გახ­დი, მას ვერ მარ­თავ. უნდა იცო­დე მას­თან მუ­შა­ო­ბა.

“ჩვენ იმ 9 პრო­ცენ­ტში მოვ­ხვდით“
რა მოხ­და, არ ვიცი. ეს არ არის ის დი­აგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც ასე მარ­ტი­ვად არ იკურ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა 100-იდან რა­ღაც 9 პრო­ცენტს მო­ეხ­სნას დი­აგ­ნო­ზი და ჩვენ იმ 9 პრო­ცენ­ტში მოვ­ხვდით. თე­რა­პი­ამ იმუ­შა­ვა. ალ­ბათ იმა­ნაც, რომ ჩემი ჩარ­თუ­ლო­ბა იყო და არ და­ვა­ნე­ბე ამ ბავ­შვს თავი. არც ერთი წა­მით არ მი­ფიქ­რია, რომ თა­თია, და­ი­ღა­ლე. კი, თა­თია და­ი­ღა­ლა, ამ ჩარ­თუ­ლო­ბით ძა­ლი­ან და­ი­ღა­ლა, მაგ­რამ არა – მე ამის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. როცა შვილს ეხე­ბა, რა არის ჩემი მო­დუ­ნე­ბა?

რო­გორც კი მოვ­რჩით, მა­შინ მო­ვეშ­ვი. რწმე­ნას და თავ­და­ჯე­რე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. მე მჯე­რო­და, რომ და­თას გა­მო­ვიყ­ვან­დი იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ის­რა­ელ­ში ხში­რად მი­წევ­და წას­ვლა. მახ­სოვს, გო­დე­ბის კე­დელ­თან მოვ­ხვდით მე და თა­მუ­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ სურ­ვი­ლებს ფურ­ცელ­ზე წერ­დნენ. პა­ტა­რა ფურ­ცელ­ზე დავ­წე­რე, რომ მინ­და, და­თას დი­აგ­ნო­ზი ოდეს­მე მო­ეხ­სნას. ძა­ლი­ან წვრი­ლად და­ვახ­ვიე და კე­დელ­ში შე­ვა­ცუ­რე. მე მჯე­რა, რომ ამის­რულ­და. რი­სიც გჯე­რა, რი­სიც გწამს, ის აუ­ცი­ლებ­ლად აგის­რულ­დე­ბა. არ ვიცი, რა იყო ეს გან­საც­დე­ლი. უფალ­მა მო­მივ­ლი­ნა, ალ­ბათ რა­ღაც უნდა და­მე­ნა­ხა, რა­ღაც უნდა შე­მეც­ვა­ლა, ჩემი სი­სუს­ტე უნდა გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა ან უფრო ძლი­ე­რი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი.

“ერთ მკლავ­ზე დათა მეწ­ვი­ნა, მე­ო­რე მკლავ­ზე ქეთო“
ქეთო მა­შინ პა­ტა­რა იყო და იმა­საც იმა­ვე­ნა­ი­რად უნ­დო­და დედა, მაგ­რამ სულ და­თას­თან ვი­ყა­ვი. ერთ მკლავ­ზე დათა მეწ­ვი­ნა, მე­ო­რე მკლავ­ზე ქეთო და მე სა­დღაც აყი­რა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემი ცხოვ­რე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში აღარ მქონ­და. ახლა და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ფა­სე­ბა.

ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ალ­ბათ ის გზაა, რაც გა­მო­ვი­ა­რე – ჩემი ბავ­შვო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში, 10 წლი­დან 20 წლამ­დე, რაც გა­ვი­ა­რე, ეს გზა იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი. ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი მო­ხუ­ცი ქალი გავ­ზარ­დე. უფრო სწო­რად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ ბაზ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში.

ძა­ლი­ან უჭირ­და. მისი შვი­ლი და­ი­ჭი­რეს, რა­ღაც მო­ი­პა­რა, საჭ­მე­ლი მო­ი­პა­რა და ცი­ხე­ში და­ი­ჭი­რეს. ეს ქალი შემ­წე­ო­ბას ითხოვ­და. 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­დი­ო­და ჩემ­თან, ვაძ­ლევ­დი ფულს, ყო­ველ­დღე მიმ­ყავ­და სა­სა­დი­ლო­ში, რო­მე­ლიც მა­შინ ბაზ­რო­ბა­ზე იყო და 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ქალს იქ ვაჭ­მევ­დი.

10 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც უკვე წა­მო­ვე­დი, თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­ვა­ბა­რე და მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, ეს ქალი სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

იმ ქალს ქეთო ერ­ქვა. ჩემს შვილ­საც ქეთო ჰქვია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის ქალი. როცა მო­დი­ო­და, სულ თვა­ლე­ბით მე­ძებ­და. თუ არ ვი­ყა­ვი, ეკი­თხე­ბო­და, თა­თია სად არი­სო. უნდა ჩა­მიყ­ვა­ნო­სო. მე­ძებ­და თვა­ლე­ბით. როცა გა­ვი­გე, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დღაც სა­კუ­თა­რი თავი და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე, რომ მერე ვე­ღარ მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა.

სი­კე­თე უნდა ვა­კე­თოთ აუ­ცი­ლებ­ლად. აუ­ცი­ლებ­ლად წინ დაგ­ვხვდე­ბა. ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.