არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელიც ეპოქის, გემოვნებისა და შეუქცევადი სილამაზის სინონიმად იქცევა ხოლმე. მაკა ასათიანი ათწლეულებია, ინარჩუნებს ქართული ელეგანტურობის მთავარი სიმბოლოს სტატუსს, თუმცა მისი ცხოვრების ყველაზე ღირებული და დაცული სივრცე მაინც ოჯახი – მისი შვილები და ის გზაა, რომელმაც ის ყველაზე მთავარ სტატუსამდე, დედობამდე მიიყვანა.
მაკა ასათიანმა პირველად მერაბ ჟორდანიაზე იქორწინა. მათ ორი ვაჟი, კახი და ლევანიშეეძინათ. კახი დაქორწინებულია ნანიკო კლდიაშვილზე – წყვილი ორ შვილს, ლეას და ლეოს ზრდის.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა ასათიანი შვილებთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. მოგვიანებით კი კოტე გეგელიაზე იქორწინა. ქორწინების შემდეგ ოჯახი დიდი ხნის მანძილზე ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა შვილებს შვეიცარიაშიც ხშირად სტუმრობდა. მაკას და კოტეს ერთი ვაჟი, კონსტანტინე გეგელია ჰყავთ.
მაკა ასათიანსა და მის შვილებს მედიასთან კონტაქტი არ ხიბლავთ, არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან – ოჯახურ კადრებს დროდადრო მაკას დისშვილი, მარიანა და რძალი, ნანიკო აზიარებენ. ამჯერადაც მაკა ასათიანის უმცროსი ვაჟის, კონსტანტინეს ფოტოების ნახვა მათ გვერდებზე შეგიძლიათ. მათი გამომწერები აღნიშნავენ, რომ კონსტანტინე განსაკუთრებით ჰგავს დედას.
