“ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება…”

3

მოდელი თიკო ჩხეიძე ზოდიაქოთი თხის რქაა და როგორც ჩანს, ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელიცაა. მისი თვისებების შესახებ დეტალურად ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ალბათ, ასეა. ბევრჯერ ვიყავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ალბათ, უნდა დამემთავრებინა ცხოვრება, მაგრამ გრძელდება. არის წუთები, როცა მიხარია, რომ ვცხოვრობ. ეს ძლიერების გამომხატველიც არის, მაგრამ ამის უკან დიდი ტკივილია. თხის რქები ცოტა მელანქოლიურები არიან და ძალასა და სევდას ერთმანეთს აფარებენ. სიცოცხლისუნარიანობა და ბრძოლისუნარიანობა კი ჩვენში დიდი დოზით არის. თხის რქა არასდროს ნებდება და არც არსებულ რეალობას ემალება.