“პირველი დარტყმა მივიღე 12 წლის ასაკში… მამა მოკლეს“ – ანი გიუნტერის ემოციური ინტერვიუ

45

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი გადაცემაში „ამბავი“ ოჯახურ ტრაგედიებსა და ცხოვრების მძიმე ეტაპზე გულახდილად საუბრობს.

„პირველი დარტყმა მივიღე 12 წლის ასაკში… მამა მოკლეს – დღემდე არ ვიცი, ვინ. მე მამასთან მარტო ვცხოვრობდი მაშინ, დედა იყო მოსკოვში და… ის იყო ჩემთვის ყველაფერი. მკვლელს არც ვეძებ, დიდი ხანია აღარ ვეძებ. იცით რატომ? – მე აღარ მექნება უფლება, რომ მიყვარდეს ყველა, მე ის უნდა შევიძულო…“, – ამბობს ანი გიუნტერი გადაცემის ანონსში.

გადაცემას მაყურებელი შაბათს, 24 ოქტომბერს, 22:30 საათზე, „რუსთავი 2-ის“ ეთერში იხილავს.