ბრიტანული მედია ნიცა თავაძის შესახებ – რას წერს The Standard „კვარას“ პირადი ცხოვრებისა და მეუღლის შესახებ

37

ვინ არის ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე და მისი შვილის დედა? გაიცანით ნიცა თავაძე –  ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას standard.co.uk. და ქართველი ფეხბურთელის ოჯახს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ეს არის ბრიტანული მედიაპლატფორმა The Standard (ყოფილი Evening Standard), რომელიც ბრიტანეთის და, განსაკუთრებით, ლონდონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ძველ, ცნობილ და გავლენიან გამოცემას წარმოადგენს. როგორც ბრიტანული რეგიონული/ეროვნული მასშტაბის წამყვანი გამოცემა, ის ყოველთვიურად მილიონობით მკითხველს იზიდავს ციფრულ სივრცეში. მისი აუდიტორია ძირითადად მოიცავს ქალაქის საქმიან წრეებს, ბიზნესს, კულტურისა და პოლიტიკის სფეროებით დაინტერესებულ ადამიანებს. იმის გამო, რომ ეს არის ლონდონის ცენტრალური და ტრადიციული პრესა, იქ მოხვედრა ზოგადად პრესტიჟულია და მიუთითებს ადამიანის საერთაშორისო ან ადგილობრივ მასშტაბით ცნობადობაზე.

სტატიას ქართულ ენაზე უცვლელად გთავაზობთ: 

საქართველოს გამორჩეულმა ფეხბურთელმა მომავალი მეუღლე მაშინ გაიცნო, როდესაც ის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გულშემატკივრები სიყვარულით „კვარას“ უწოდებენ, ცნობილია თავისი ოსტატური თამაშით „პარი სენ-ჟერმენსა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

25 წლის ფეხბურთელი წარდგენილია წლევანდელი „ოქროს ბურთის“ (Ballon d’Or) ნომინაციაზე, რაც ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოა.

დაჯილდოების ცერემონიას ის მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად უნდა დასწრებოდა, რომელზეც 2023 წელს იქორწინა.

გთავაზობთ ყველაფერს, რაც ნიცა თავაძის შესახებ არის ცნობილი იმ პრესტიჟული ცერემონიის წინ, სადაც შესაძლოა ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს.

როგორ გაიცნეს ერთმანეთი?წყვილმა ერთმანეთი 2021 წელს, საერთო მეგობრის მეშვეობით გაიცნო. იმ თავაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.

სწავლასთან დაკავშირებული ვალდებულებების გამო, თავაძემ თავიდან ვერ შეძლო ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნეაპოლში გადასვლა, თუმცა წყვილი მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს სატელეფონო ზარებითა და წერილებით. სწავლისგან თავისუფალ დროს ის ხშირად ჩადიოდა იტალიაში მომავალი მეუღლის მხარდასაჭერად.

მათ 2023 წლის 16 ოქტომბერს, მცხეთაში, სამთავროს მონასტერში დაიწერეს ჯვარი, სადაც ტრადიციული ქართული სამოსი ეცვათ. თავისი ცხოვრების ამ განსაკუთრებული დღის ფოტოების გაზიარებისას, კვარაცხელიამ ფოტოს უბრალოდ წააწერა „16.10.23“.

მომდევნო წელს წყვილს პირველი შვილი – დამიანე შეეძინა.

რას საქმიანობს ნიცა?როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, თავაძე საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და წყვილს ურთიერთობა დისტანციურად უწევდა.

უცნობია, დაასრულა თუ არა მან სამედიცინო ფაკულტეტი, თუ ჯერ კიდევ აგრძელებს სწავლას.

ის საკუთარ ცხოვრებისეულ მომენტებს ხშირად უზიარებს გამომწერებს „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, რომელსაც 200 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

თავაძემ სამოდელო სფეროშიც სცადა ბედი და მონაწილეობა მიიღო თბილისში არსებული ლუქს-კლასის მოდის მაღაზიის, Boygar’s-ის ფოტოკამპანიაში.

ოქტომბერში, „ბარსელონასთან“ გამართული მატჩის დროს, კვარაცხელიამ მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტის გამო ტრავმა მიიღო და ოპერაციის ჩატარებას  ელოდება.

მას ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, თუმცა გუნდს მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.

მეუღლის მხარდასაჭერად „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტში ნიცა წერდა:

ზოგჯერ ცხოვრება ყველაზე ძლიერ ადამიანებს ისე ცდის, როგორც არ მოელოდებიან. მაგრამ მთელი გულით მჯერა, რომ ეს მომენტი ჩვენი დაუჯერებელი ისტორიის კიდევ ერთი ნაწილი გახდება. ერთ დღესაც, ამ თავს მოვუბრუნდებით და გავიხსენებთ არა იმას, თუ როგორი რთული იყო, არამედ იმას, თუ რამდენი ძალა დასჭირდა მის გადალახვას.“