“არ ყოფილა მარტივი ამ ტიტულის მორგება”

340
ჟურნალისტი გიორგი ხუხია კოვიდ–დადებითია. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
“დღეს კორონავირუსი დამიდასტურდა. საბედნიეროდ, უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მკაცრ კარანტინში ვიყავი და არავის ინფიცირების წყარო არ ვარ.
კარანტინში ყოფნის მეხუთე დღეს დამეწყო დაბალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე და PCR ტესტმა დადებითი აჩვენა.
არ ყოფილა მარტივი ამ ტიტულის მორგება. შორიდან მეც ბევრი სხვა ჩემნაირივით ვფიქრობდი, რომ მოსახდელი ვირუსია. მაგრამ ფაქტის წინაშე ასე სწრაფად დადგომამ ცოტა შემარყია. ასევე, ამ მოცემულობაში ინფიცირებულები განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ გარდაცვლილების შესახებ ნიუსებსა და ნეგატიურ ამბებზე, ამიტომ, გაუფრთხილდით ჩვენს ნერვებს.
ყნოსვისა და გემოს დაკარგვა არ მესმოდა, რას ნიშნავდა და არავის გირჩევთ, ისეთი ცუდი შეგრძნებაა.
დღეს სიმპტომებიდან მეოთხე დღეა. გადმოვედი კოვიდ-სასტუმროში და აქ ვაგრძელებ ცხოვრებას”, – წერს ჟურნალისტი.