ჯორჯინა უსკატეგიმ ქალებს, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, რჩევები მისცა

16

🚨 ილია თოფურიას ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგიმ, ქალებს, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, რჩევები მისცა

🗣️ კითხვა: რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებსაც დაქორწინება სურთ? რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქორწინებამდე?

🗣️ ჯორჯინა: მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ქორწინებამდე აუცილებელია გარკვეული გამოკვლევებისა და შემოწმებების ჩატარება:

– ფსიქოლოგიური შეფასება;
– გენეტიკური გამოკვლევა იმის დასადგენად, არიან თუ არა მომავალი მშობლები მემკვიდრეობითი დაავადებების მატარებლები;
– წარსულისა და ნასამართლობის შემოწმება;
– საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება (ქორწინებამდე ქონების გაყოფის პირობებზე შეთანხმება).
ასევე აუცილებელია თავის ტვინის გამოკვლევა, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა ადამიანს პიროვნული აშლილობა ან მოიხმარდა თუ არა წარსულში ნარკოტიკებს.

ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სიყვარული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური სტაბილურობა, პატიოსნება, გულწრფელობა და მომავალი შვილების უსაფრთხოება.

ნდობა უპირობოდ არ უნდა არსებობდეს – ის ადამიანმა უნდა დაიმსახუროს.