ფერმაში მწვანებეწვიანი ლეკვი დაიბადა (ფოტოები)

417

იტალიაში, კუნძულ სარდინიაზე ფერმაში მწვანებეწვიანი ლეკვი დაიბადა.

ფერმერის თქმით, მწვანებეწვიანი ლეკვის დედა თეთრია, ასევე, თეთრი ბეწვით დაიბადნენ დანარჩენი ლეკვებიც.

მწვანებეწვიანი ლეკვის დაბადება დიდი იშვიათობაა. მიიჩნევა, რომ ბეწვის მომწვანო შეფერილობა მუცლადყოფნისას დედის ნაღვლის პიგმენტთან, ბილივერდინთან შეხების შედეგია. მწვანე შეფერილობა ფისტაჩიოს დროთა განმავლობაში გადაუვა –ამბობს ფერმერი”. ფერმერებმა მას ფისტაჩიო (Pistachio) დაარქვეს.