იტალიაში პოლიციამ ნიღბის გარეშე კოცნისთვის შეყვარებული წყვილი 360 ევროთი დააჯარიმა.
40 წლის იტალიელმა შეყვარებულს რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ აკოცა, რის შემდეგაც ისინი პოლიციის ალყაში მოხვდნენ. გაირკვა რომ შეყვარებულებმა კანონი დაარღვიეს, რადგან სამედიცინო ნიღბები მოიხსნეს.
კორონავირუსის გავრცელების შედეგად, იტალიაში სამედიცინო ნიღბის ქუჩაში ტარება სავალდებულოა, ამიტომ პოლიციამ წყვილი დააჯარიმა.
აღმოჩნდა რომ წყვილი ორი წელია დანიშნულია, თუმცა სხვა და სხვა ადგილზე არიან ჩაწერილი. თუ ისინი ოფიციალურად ერთად იცხოვრებდნენ, ჯარიმის აცილებას შეძლებდნენ, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ, ქუჩაში სამედიცინო ნიღბის გარეშე გადაადგლება შეუძლიათ.
წყვილი აცხადებს, რომ ისინი, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ პოლიციას არ დაუნახავს. როგორც ჩანს იტალიაში ქუჩებში ნიღბის ტარების პროცესს პოლიცია დრონებით აკონტროლებს.