ინფექციურის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, გიორგი ბერიძე, კორონავირუსით ინფიცირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად ყველა წესის დაცვისა კორონავირუსი დაუდასტურდა.
„კოვიდინფიცირებული ვარ…
ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ოფიციალური PCR პასუხიც უკვე მივიღე.
9 თვეა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში covid-19-ის ეპიცენტრში ვტრიალებ და არაფერი მომსვლია.
ვიცავდი ყველა წესსა და რეგულაციას… სადაც და საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი.
ამ ეტაპზე მდგომარეობა რთული არ მაქვს.
დაბალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილით სახლში ვაგრძელებ მკურნალობას…
იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება… გული მწყდება არჩევნებზე ვერ მივალ…“- წერს ბერიძე.