საქმეები ნაკლებად მოსაწყენია, როდესაც კარგი მეგობარი გყავს. უბრალოდ ჰკითხეთ ტაიზას და მის დამხმარე ძაღლს, ლესის.
ტაიზას დედამ სთხოვა, რომ სარეცხი მანქანიდან გამოეღო ხალიჩები და გაეფინა. ეს რომ მარტოს გაეკეთებინა, თითოეული ხალიჩა ცალ-ცალკე უნდა მიეტანა, რომ ისევ არ გაჭუჭყიანებოდა, ან ძირს არ დავარდნოდა. მაგრამ, როდესაც ასისტენტად საყვარელი ძაღლი გყავს, საქმე მარტივდება.