“გულწრფელად მაინტერესებს, დაინფიცირების საშიშროება აღარ არის?”

247

დღეს, როცა ვირუსის მწვავე, მეორე ტალღაა, დაინფიცირებულთა რაოდენობა და ფატალური შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, კადრებში რასაც ვხედავ, აქციონერთა უმეტესობა პირბადისა და დისტანციის დაცვის გარეშე, ხმამაღალი შეძახილებით გვერდიგვერდ დგანან, – დაინფიცირების საშიშროება აღარაა?- ამის შესახებ მხატვარი ლევან სონღულაშვილი აღნიშნავს.

„გულწრფელად მაინტერესებს, „კოვიდის„ პირველი ტალღის დროს, როცა კარანტინი, კომენდატის საათი და ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილი იყო, მაშინ, როცა პანდემიით გამოწვეული არცერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირებულა, აღდგომას, მრევლი მართლა 2 მეტრიანი დისტანციით ასფალტზე დახატულ გვირილებზე როცა იდგა, უამრავი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე მსჯელობდა და ეკლესიის წინდაუხედაობაზე საუბრობდა, მათ შორის პოლიტიკოსები, თუ მედიის წევრები. დღეს, როცა ვირუსის მწვავე, მეორე ტალღაა, დაინფიცირებულთა რაოდენობა და ფატალური შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, კადრებში რასაც ვხედავ, აქციონერთა უმეტესობა პირბადისა და დისტანციის დაცვის გარეშე, ხმამაღალი შეძახილებით გვერდიგვერდ დგანან, – დაინფიცირების საშიშროება აღარაა?“- წერს ლევან სონღულაშვილი.