“მათ დახმარება სჭირდებათ და არა სიძულვილი!“

600

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, საქართველოში ნარკომამხმარბლების მიმართ დამოკიდებულებაზე პოსტს აქვეყნებს.

„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ პოსტის დაწერას, მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა, როგორიცაა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გამოხატულმა სიძულვილმა ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელთა სტიგმატიზაციამ, კრიმინალიზაციამ და უარყოფით კონტექსტში მოხსენიებამ, რაც ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, მაიძულა გამომექვეყნებინა ეს პოსტი.

რომელ არარეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე საუბრობთ, როდესაც სიძულვილის ენით იხსენიებთ ამ ადამიანებს?

რომელ ლიბერალიზაციაზე საუბრობთ, როდესაც მაქსიმალურად აღრმავებთ სტიგმას და თქვენს წარუმატებლობაში ნარკოტიკების მომხმარებლებს ადანაშაულებთ?

რა ჰუმანურობაზეა საუბარი, როდესაც მხარს უჭერთ კრიმინალიზაციას და მომხარებელი ადამიანების რეპრესიას?

გონს მოეგეთ და გააცნობიერეთ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები არიან, ისინი აგრეთვე თქვენი ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილის შეადგენენ!

მათ დახმარება სჭირდებათ და არა სიძულვილი!“ – წერს ზურა სიხარულიძე.