თამარ ივერი: როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა, ღმერთმა გამომიგზავნა ისინი (ვიდეო)

492

ოპერის ვარსკვლავმა თამარ ივერმა და მისმა მეუღლემ, რაულ ცხადაძემ, გუშინ მათი ტყუპების დაბადების დღე აღნიშნეს.

მშობლებმა პატარებს დაბადების დღე თერჯოლაში ღია ცის ქვეშ გადაუხადეს.

თამარ ივერმა, სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და შვილების შესახებ სტატუსი დაწერა:

“დღეს ნინოობის დღესასწაულზე, ჩემი ცხოვრების საოცრებების ნინა-ლიზას და უგო-ავთანდილის 6 წლის დაბადების დღეა. 6 წლის წინ, მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა სულიერად…. ღმერთმა გამომიგზავნა ისინი.

შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში, 180გრადუსით შეცვალეს ის და დღემდე მილამაზებენ. მათ დამანახეს რომ წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება….

მხოლოდ სამსახურისგან დაღლილი, თეატრში მისული ხალხის სცენიდან გართობა კი არაა, არამედ ის რაღაც სხვა და უფრო დიდი, რისთვისაც მოვევლინეთ ქვეყანას, რაც მარადიულია, რაც სამუდამოდ შენეულია და “შენთან რჩება”.

ვულოცავ მათ ამ ულამაზეს დღეს, ვუსურვებ ლამაზ, თავისუფალ მომავალს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თავადაც ეხაროთ და სახელი და სარგებელიც მოეტანოთ მათი ქვეყნისთვის და ოჯახისთვის!!!” – წერს ივერი.