ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე პოსტს აქვეყნებს.
„ძაან დიდი ბოდიში ომი რომ დამთავრდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ცოტა უხერხული ხომ არ არის ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის თავში წაშენილი ხელები, უიმე რუსეთი თავის სამშვიდობოებს ჩააყენებს ამ ორ ქვეყანას შორისო.
დავიწყოთ იქედან თვითონ საქართველოში ყავს რუსეთს ჩაყენებული თავისი „მშვიდობისმყოფელები“ ორ ადგილზე და 30 წელია ვერ აგიშალეთ ნერვები ამაზე და რამ გადაგრიათ ყარაბაღში ჯარის ჩაყენებაზე? ღმერთმა ნუ ქნას რაიმე რასაც ეჭვობთ თუ არა მთლად აგერ არ არიან ავტობანთან?
ეტა რაზ! ახლა დვა: სომხეთმა განიცადა მარცხი და აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიები ომით. და ამაზე ევროპამაც დახუჭა თვალი, ამერიკამაც, რუსეთმაც, თურქეთმა ხო საერთოდ და ჩვენც მშვენივრად გავიტრუნეთ კატასავით. ანუ თუ მოძლიერდები ეკონომიკურად ყველაფერი მოსულა. ეს უნდა აფიქრებდეს (ცუდ რამეს ვიტყვი მარა ასეა) აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც. დღეს არა, მაგრამ ოდესმე…
და ტრი! ვაიმე აზერბაიჯანი თურქეთს დაუკავშირდება ენერგო მატარებლებითო. აუ დიდი ბოდიში. ჩვენ ვინ გვკითხავს? და მით უფრო არ გაუფრთხილდება კავკასიაში მშვიდობას მეზობელი თურქეთი?
და ბოლოს, ამ ომში რომ არ ჩაგვრთეს ყ..ურად (თუ გაუჭირდებოდათ) და სრულიად მშრალად დავძვერით, ისე რომ არც სომხეთს მოსვლია გული ჩვენზე და არც აზერბაიჯანს მე მგონი ეს ჩვენი პატარა გამართლებაც არის.
ასე რომ ნუ მოთქვამთ და ნუ პესიმისტობთ. კარგია რომ ომი დამთავრდა. ძალიან კარგია!”- წერს ლიკლიკაძე.