ჯო ბაიდენი თეთრ სახლში თავშესაფრიდან აყვანილ ძაღლს შეიყვანს

367

ბაიდენის ძაღლი მეიჯორი პირველი ცხოველი იქნება, რომელიც თავშესაფრიდან არის აყვანილი. ამის შესახებ გამოცემა BuzzFeed-ი წერს.

ჯო და ჯილ ბაიდენებს ორი გერმანული ნაგაზი ჰყავთ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად მეიჯორი, მათ დელავერის ცხოველთა თავშესაფრიდან 2018 წელს აიყვანეს. მეორე ნაგაზი, ჩემპი კი ჯოს და ჯილს უკვე 12 წელია, ჰყავთ.

BuzzFeed-ი აზუსტებს, რომ თეთრი სახლის ისტორიაში მეიჯორი თავშესაფრიდან აყვანილი პირველი ცხოველი იქნება. მანამდე მიუსაფარი ძაღლი თეთრ სახლში ყოფილ პრეზიდენტს, ლინდონ ჯონსონს ჰყავდა. ძაღლი, სახელად „იუკი“ მისმა ქალიშვილმა მადლიერების დღეს ტეხასის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე იპოვა.