სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს ავრცეელებს.
„პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია მერწმუნეთ უმთავრესია.
მკურნალობის კურსი სახლში გავიარე, პირბადით და ოჯახის წევრებისგან დისტანცირებულად – შედეგიც სახეზეა ჩემი ოჯახის არცერთ წევრს ვირუსი არ შეყრია. კორონა ბევრ რამეზე გაფიქრებს, მათ შორის თავიდანვე მთავარი საფიქრალია ვირუსი არავის გადასდო – მას შემდეგ რაც ინფიცირების წყაროს ვირუსი დაუდასტურდა თვითიზოლაციაში გადავედი და ჩემგან კორონავირუსი არავის გადასცემია.
ძალიან საშიში ვირუსია, მსუბუქ ფორმებში გადავიტანე გართულების გარეშე, მიუხედავად ამისა რამდენიმე დღე თავის და კუნთების გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, გართულებული წარმომიდგენია რა მძიმე იქნება.
აუცილებლად გამოვიყენოთ პირბადე, ვირუსის ჯაჭვის გაწყვეტისთვის ეს უმნიშვნელოვანესია“, წერს პაატა ლაგვილავა.