საავადმყოფოში “რედოზიროვკით” მღვდელი გარდაიცვალა

469

საავადმყოფოში ნარკოკომით მღვდელი გარდაიცვალა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლებული მღვდელმონაზონი ანდრია სარია წერს.

,,დღეს საავადმყოფოში ნარკოკომით ( ე.წ ,,პერედოზიროვკა”) გარდაიცვალა მღვდელი, ოჯახს ვუსამძიმრებ, მაგრამ საპატრიარქო და ეკლესიის იერარქთა უმეტესობა გასაგდებია. როდესაც მივუთითებდით და დღესაც ვეუბნებით რომ სერიოზული პრობლემებია, ისინი ყურს არ იბერტყავენ, რადგან თვითონ არიან შემოქმედი უფრო უარესი საქმეების. სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ასევე კლინიკას,” – წერს ანდრია სარია.