ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დილით 11-ზე, ვიყავი დიდუბეში, 2 მარკეტში (შემთხვევითი შერჩევით. სისტემა გავტესტე). შევიძინე ყველაფერი ის, რაც მინდოდა. სიმშვიდე, სიწყნარე, ხალხის ნაკლებობა.
სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები, სხვა უწყებები, დისტრიბუტორები და ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობს.
და გუშინ რამ გადააფსიხა ეს ქაჯები, კალათებით პურებსა და ძეხვებს, კიდევ სხვა რამეებს კუტკალიებივით რომ შეესივნენ?
არ გრცხვენიათ ჯოგს რომ გიწოდებენ და ამ კვირაში ეპიდაფეთქებაში რომ შეიტანთ წვლილს?!!” – წერს ექსპერტი აბაშიძე.