კოვიდინფიცირებულმა ჩვილმა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო, ვირუსი დაამარცხა
სოციალურ ქსელში სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. კოვიდინფიცირებულმა ჩვილმა, რომელიც საკმაოდ მძიმე პაციენტად ითვლებოდა, ვირუსი დაამარცხა. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ბავშვს ფილტვების 70% დაზიანებული ჰქონდა და 2 კვირის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც კი იყო შეერთებული.
“ჩემი ყველაზე პაწაწუნა Covid დადებითი, საკმაოდ მძიმე პაციენტი ( 2 კვირა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ფილტვების 70% დაზიანებით) გაეწერა სრულიად ჯანმრთელი … გამოჯანმრთელებული პაციენტია თვით ბედნიერება
ეს პოსტი დავდე არა იმიტომ რომ რამე განსაკუთრებული ჩავიდინე , არამედ ჩემი ბედნიერება გამეზიარებინდა და ამ რთულ ჟამს ცოტა პოზიტივი შემეტანა თითოეულ თქვენთაგანში
გისურვებთ ჯანმრთელობას”-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გვერდი ყველაფერი მედიცინაზე ავრცელებს.