ქართველმა მოდელმა, თამო ვაშალომიძემ რამდენიმე თვის წინ ინსტაგრამზე, მის გამომწერებს გაუზიარა, რომ ის მეორე შვილს მეგობარი მამაკაცისგან, აკა სამხარაძისგან ელოდება. მას შემდეგ ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიური გახდა და ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც მის მუცელს უკვე აღარ მალავდა.
სულ ახლახანს კი მოდელმა იმშობიარა, შვილის პირველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში განათავსა.
„დაიბადა ჩემი ბიჭი მაქსიმე სამხარაძე, ეს ის წუთებია ბედნიერებას, რომ ვერ გამოვხატავ“ – წერს მოდელი. მოგვიანებით კი მან მისი მეგობარი მამაკაცის და პატარა მაქსიმეს ფოტოც გამოაქვეყნა.