“იძინე მშვიდად, ჩემო გუბაზ, მიშას ჩამოსვლამდე არაფერი გეტკინოს”

932

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ამან ისევ დაიძინა… მილიონი დოლარის გარეშე.
2024-ში მუჯლუგუნით გააღვიძებს დავით აქუბარდია.
ვალერი გელბახიანი აუწყებს შემაშფოთებელ ამბავს – ბიძინა ივანიშვილი ისევ აქ არიო.
ეს აღშფოთდება და დაიწყებს ღმუილს: ბიძინა, წადი!
ბიძინა, რა თქმა უნდა, არ წავა.
ეს იწვალებს, იჯახირებს, მიედება, მოედება და სასომიხდილს კვლავ ჩაეძინება აქუბარდიას მკლავებში… 2028 წლამდე.

იძინე მშვიდად, ჩემო გუბაზ, მიშას ჩამოსვლამდე არაფერი გეტკინოს.
😆😆😆“, წერს ჟურნალისტი.