“რა სინდისით უნდა მოგიბრუნდეს ენა ადამიანებზე, რომლებიც ყინვაში დგანან, რომ საღამოს სახლში 20 ლარი მიიტანონ?”

258

მწერალი, ტელესახე დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ვერაფერს იტყვის იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად შოულობს პურის ფულს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

რა სინდისით უნდა მოგიბრუნდეს ენა ადამიანებზე, რომლებიც თვის ბოლოს, ბარათზე ხელფასის დარიცხვას კი არ ელოდებიან, დღევანდელი დღისთვის შრომობენ – ყინვაში დგანან იმისთვის, რომ საღამოს 20 ლარი მიიტანონ სახლში. ხვალის კი არა, დღევანდელი საკვების ფული.

რა ბარათი, რა ქეშბექი, რა პლუს ქულები…

20 ლარზე აქვთ საზრუნავი. ქაღალდის კუპიურაზე, რომელზეც ის კაცია გამოსახული, სულ პირზე რომ გვაკერია, მაგრამ, რათ გინდა?!”